2025-01-30 15:17:30, 66 ნახვა
ეკონომიკა/ როგორ უნდა შეიძინო მეორადი ავტომობილი მარტივად
თუ ავტომობილის ყიდვას აპირებ და შენთვის სასურველი მოდელის ბიუჯეტურ ფასად შეძენა გსურს, მეორადი ავტომობილის ყიდვა საუკეთესო გამოსავალია. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შევარჩიოთ მეორადი ავტომობილი, რა უპირატესობები აქვს ავტო სესხით მანქანის შეძენას და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება აღნიშნულ პროცესში. რატომ უნდა ავირჩიოთ მეორადი ავტომობილი როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეორადი ავტომობილების ყველაზე დიდი უპირატესობა მათი ხელმისაწვდომი ფასია. ახალი მანქანები პირველივე წელს მნიშვნელოვნად კარგავს საბაზრო ღირებულებას, მაშინ როცა მეორადი ავტომობილების ღირებულება უფრო სტაბილურია. იმისთვის რომ მეორადი ავტომობილი შეარჩიო, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება: 1. განსაზღვრე შენი კონკრეტული საჭიროებები და ბიუჯეტი პირველ რიგში, დაფიქრდი, რა მიზნებისთვის გჭირდება მანქანა: ოჯახური გასვლებისთვის, სამსახურისთვის თუ ქალაქში მოსახერხებელი გადაადგილებისთვის. ამის მიხედვით, განსაზღვრე სასურველი მანქანის მოდელი და მისი მახასიათებლები. 2. შეამოწმე მანქანის ისტორია მეორადი ავტომობილის შეძენისას მნიშვნელოვანია მისი ისტორიის შემოწმება. დარწმუნდი, რომ მანქანა არ მოყოლილა ავარიაში ან არ აქვს სერიოზული მექანიკური პრობლემები. ამ ყველაფერზე დეტალურ ინფორმაციას VIN კოდის გამოყენებით მიიღებ. 3. შეამოწმე მანქანის ტექნიკური მდგომარეობა სავალდებულოა მანქანის გამოცდა პროფესიონალ მექანიკოსთან. ამის მეშვეობით დარწმუნდები, რომ მანქანის ძრავა, ტრანსმისია და სხვა მექანიკური ნაწილები გამართულად მუშაობს. 4. ბაზრის კვლევა გაიარე კონსულტაცია და შეადარე ავტომობილის ფასები სხვადასხვა პლატფორმაზე, როგორებიცაა ონლაინ ავტო ბაზრები, საავტომობილო სალონები თუ კერძო გამყიდველები. რა არის ავტო სესხი ავტო სესხი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევს შეიძინო ავტომობილი ახლა და მისი საფასური გადაიხადო ეტაპობრივად. ეს სესხი განსაკუთრებით პოპულარულია მეორადი ავტომობილების შეძენისას, რადგან სესხის პროცენტი მეტად ხელმისაწვდომია, ხოლო პირობები - მოქნილი. ავტო სესხის მისაღებად, შეგიძლია MBC-ზე შეავსო ონლაინ განაცხადი. ავტო სესხით შეგიძლია შეიძინო სასურველი მანქანა მაშინაც კი, თუ სრული თანხა არ გაქვს. ბევრი ბანკი და საფინანსო ორგანიზაცია ავტო სესხს მეტად ხელმისაწვდომი კრიტერიუმებით გასცემს, რაც მარტივი პროცედურების პროპორციულია. სესხის ვადები მოქნილია და შეგიძლია აირჩიო შენთვის ხელსაყრელი გრაფიკი. რას უნდა მიაქციო ყურადღება ავტო სესხის აღებისას ავტო სესხის აღებისას გაითვალისწინე არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთი, არამედ სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯებიც, როგორებიცაა საკომისიო ან დაზღვევის გადასახადი. ავტორი: R (რეკლამა), |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|