21:45 - 01 Feb, 2025
2025-01-31 13:15:57, 109 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ვიღაცებს „შერატონი" ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი

ვიღაცებს „შერატონი" ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე, ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი და როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, სამარცხვინო მოვლენაა, როდესაც ჯონ ლოკის ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზეა საუბარი.

„ზოგადად, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი არის ერთგვარი აკვანი დემოკრატიული ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანი. ვიღაცებს „შერატონი" ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა,"- განაცხადა პრემიერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics