21:00 - 01 Feb, 2025
2025-01-31 13:20:28, 116 ნახვა

მსოფლიო/
დონალდ ტრამპი BRICS-ის ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ აშშ დოლარი არცერთი სხვა ვალუტით არ ჩაანაცვლონ

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ BRICS-ის ქვეყნების მხრიდან აშშ დოლარის ჩანაცვლების მცდელობა მიუღებელია და მათ 100%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ტრამპის თქმით, ეს ქვეყნები უნდა დაემშვიდობონ აშშ-ის შესანიშნავ ბაზარზე გაყიდვას, თუ ისინი ახალ ვალუტას შექმნიან ან სხვა ვალუტით ჩაანაცვლებენ აშშ დოლარს.  

იდეა, რომ BRICS-ის ქვეყნები შეეცდებიან დოლარზე უარი თქვან სანამ ჩვენ განზე ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულდა. ვითხოვთ ამ ქვეყნებისგან ვალდებულებას, რომ არც BRICS-ის ახალი ვალუტა შექმნან და არც სხვა ვალუტით ჩაანაცვლონ აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში 100%-იანი ტარიფები დაემუქრებათ და უნდა ელოდონ, დაემშვიდობონ აშშ-ის შესანიშნავ ბაზარზე გაყიდვას“, - წერს ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე.

BRICS-ის ჯგუფი თავდაპირველად აერთიანებდა ხუთ ქვეყანას: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. 2024 წლის დასაწყისში მათ შეუერთდნენ ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.  

აღსანიშნავია, რომ BRICS-ის ქვეყნები განიხილავენ ახალი საერთო ვალუტის შექმნას, რათა შეამცირონ აშშ დოლარზე დამოკიდებულება საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს იდეა განსაკუთრებით აქტუალური გახდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შემდეგ.  




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics