21:55 - 01 Feb, 2025
2025-01-31 13:30:36, 184 ნახვა

საზოგადოება/
საჯარო რეესტრმა გიორგი გაბუნიას გადაყენების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი კვლავ გიორგი გაბუნიაა. საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა არხის მეწილის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენლის გიორგი (გოგი) ქურდაძის მოთხოვნა მისი გადაყენების შესახებ - მან არ წარადგინა საჭირო დოკუმენტები, რომელსაც სახელმწიფო უწყება მისგან ითხოვდა.

გიორგი გაბუნიას გადაყენებას ითხოვს „მთავარი არხის“ თანადირექტორმა გიორგი ქურდაძემ საჯარო რეესტრს 24 დეკემბერს, დილით მიმართა და წერილს დაურთო გიორგი გაბუნიასთან მიმოწერის ფოტო, რომელშიც გენერალური დირექტორი აღნიშნავდა, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“.

რეესტრმა ქურდაძეს მოთხოვნა 25 დეკემბერს შეუჩერა და მოსთხოვა:

წარედგინა დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გიორგი გაბუნია საკუთარი ნებით ტოვებდა გენერალური დირექტორის თანამდებობას;
ან მიეტანა მფლობელების გადაწყვეტილება მისი გადაყენების შესახებ.
გიორგი გაბუნიას გადასაყენებლად მხოლოდ ზაზა ოქუაშვილი ხმა საკმარისი არ არის, მას სჭირდება არხის სხვა მეწილეების თანხმობაც.

2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, „მთავარი არხის“ წილები ასეა გადანაწილებული: სოფო ლილუაშვილი (ნიკა გვარამიას ცოლი) - 12%; მარი ანა რურუა - 2,5%; გიორგი რურუა - 2,5%; ნიკოლოზ სისაური - 3%; შპს "საქართველოს უნივერსიტეტი" - 2%; ბაკურ ჯახია - 37%; შპს "ომეგა მოტორს თბილისი" - 0,2% (ზაზა ოქუაშვილი); შპს "ომეგა მოტორ ჯგუფი" (ზაზა ოქუაშვილი) - 0,2%; BGIM LTD (ზაზა ოქრუაშვილი) - 39,2%; მაგული ხარებავა - 0,2%; ნათია ჯოგიაშვილი - 0,2%.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics