22:04 - 01 Feb, 2025
2025-01-31 13:48:48, 149 ნახვა

საზოგადოება/
მესამე სექტორის წარმომადგენლები დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრებს ხვდებიან

ამ წუთებში  დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები ქვეყნის მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. დაკავებულების, ნათესავები აპირებენ, დეტალურად უამბონ მესამე სექტორის წარმომადგენლებს, რა ვითარებაში მოხდა მათი ოჯახის წევრების დაკავება, რას ედავება მათ ხელისუფლება და რა მტკიცებულებები არსებობს მათ წინააღმდეგ.

ხვალიდან ქართულ ორგანიზაციებს დაეკისრებათ მნიშვნელოვანი მისია – ისინი აქციებზე დაკავებულების საქმეების ერთგვარი ელჩები გახდებიან საერთაშორისო არენაზე. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ყველგან, სადაც წავლენ, ხმამაღლა ისაუბრონ ხელისუფლების  ქმედებებზე.

„ჩვენ ვამუშავებთ თითოეული დაკავებულის სისხლის სამართლის საქმეს და გვექნება თითოეულ საქმეზე კვალიფიციური, სამართლებრივი შეფასება არა მხოლოდ წინასწარ პატიმრობებთან დაკავშირებით, არამედ საქმის არსებით ნაწილზეც. ჩვენ გვინდა, მივაწოდოთ დაკავებულთა ოჯახის წევრებს ინფორმაცია, რას ვაკეთებთ მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად. ეს ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მუშავდება, იგზავნება ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვისა თუ პოლიტიკური ინსტიტუტის მისამართით. ჩვენი ყველა პარტნიორი იქნება ინფორმირებული და ექნებათ დამადასტურებელი მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ რატომ არიან ეს ადამიანები უსამართლოდ დაკავებულები და რა ხარვეზები და არსებითი პრობლემებია თითოეული მათგანის საქმეში. გვინდა, ამ ყველაფერზე ვესაუბროთ ოჯახის წევრებს, მათგანაც მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია. ადვოკატებთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ისინი გვაწვდიან მასალებს და ძალიან სწრაფად ვაპირებთ, თითოეული საქმე სრულად შევისწავლოთ“, – აცხადებს ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია.

აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ მათი ისტორიას მთელი მსოფლიო გაიგებს.

„ჩემი, და არა მხოლოდ ჩემი, მიზანია, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რა ხდება აქ. ვიცი, რომ ზოგადად ინფორმირებულნი არიან, მაგრამ დღევანდელი შეხვედრით ვფიქრობ, რომ უფრო მეტ პირად ისტორიას მოვყვებით, უფრო დეტალურად გავაცნობთ ამ ადამიანების ისტორიებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი უბრალოდ სტატისტიკად არ დარჩებიან,“ – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics