2025-01-31 14:02:22, 132 ნახვა
პოლიტიკა გურამ მაჭარაშვილი - საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას
ძალიან კარგია, რომ [„ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის] საგამოძიებო კომისია შეიქმნება - ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას ამ კომისიის მუშაობაში, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი კვოტების რაოდენობას განსაზღვრავს, ვინ იქნებიან უშუალოდ კომისიის წევრები, ამას უკვე ცალკე გადაწყვეტს საპარლამენტო უმრავლესობა და ცალკე საპარლამენტო ოპოზიცია. „ხალხის ძალას” არაერთხელ გვითქვამს ჩვენს წერილებში, თხოვნებში და განცხადებებში, რომ მანამ სანამ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” პრობლემა იქნება ქვეყანაში, იქნება ყოველთვის ამ “ჯანჯღარისა”, კრიზისების და უცხოური წარმომადგენლების [ჩარევის] რისკი. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ [„ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის] საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას ამ კომისიაში. კონფიგურაცია როგორ იქნება, ამას ბიუროს შემდგომ გადაწყვეტს საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი, რომელიც ადგენს რეალურად, დადგენილების მიღების შემდგომ კვოტებს - რა კვოტა ექნება საპარლამენტო უმრავლესობას და რა კვოტა საპარლამენტო ოპოზიციას. ჩვენ ვიცით, რომ მინიმუმ ნახევარი უნდა იყოს საპარლამენტო ოპოზიცია. ამ კვოტების დადგენის შემდგომ, ვინ იქნებიან უშუალოდ პიროვნებები, ამას უკვე ცალკე განსაზღვრავს საპარლამენტო უმრავლესობა და ცალკე საპარლამენტო ოპოზიცია”, - განაცხადა მაჭარაშვილმა. ამავე თემაზე საუბრისას გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომისიამ აუცილებლად უნდა დადოს და ხშირ შემთხვევაში, უნდა თარგმნოს სასამართლოების საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას” პირდაპირ ამხელენ დანაშაულში. “ეს აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ შესაბამისმა უწყებებმა გააუქმონ ის პოლიტიკური რეჟიმი, რასაც კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ჰქვია. სხვა შემთხვევაში, ქართული სახელმწიფოს და განსაკუთრებით, ქართული ოპოზიციის განვითარების პერსპექტივაა არ არსებობს”, -აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილის ინფორმაციითვე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროს სხდომაზე მომდევნო კვირის ორშაბათს გავა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|