20:52 - 01 Feb, 2025
2025-01-31 15:29:47, 107 ნახვა

მსოფლიო/
საბერძნეთის პარლამენტმა მეორე მცდელობით პრეზიდენტი ვერ აირჩია

საბერძნეთის პარლამენტმა კენჭისყრის ოთხი ტურიდან მეორე ტურში ახალი პრეზიდენტი ვერ აირჩია, - ინფორმაციას Ekathimerini-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კონსერვატიული მთავრობის კანდიდატმა, კონსტანტინოს ტასულასმა 160 ხმა მიიღო, პირდაპირი გამარჯვებისთვის კი 200 ხმა იყო საჭირო. ამდენივე ხმა მიიღო ტასულასმა 25 იანვარს გამართული კენჭისყრის პირველ ტურში.

ამასთან, პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა ლუკა ქაცელმა, რომელსაც მხარს უჭერენ მემარცხენე პარტია SYRIZA და „ახალი მემარცხენე პარტია“, 40 ხმა მიიღო, კიდევ ერთმა კანდიდატმა ტასოს გიანიცისმა, რომელსაც მხარს უჭერს მთავარი ოპოზიციური პარტია PASOK-ი, 34 ხმა დააგროვა, ხოლო კოსტას კირიაკუმ, ულტრამემარჯვენე პარტია Niki-ს კანდიდატმა, 14 ხმა მიიღო.

ხმის მიცემის მესამე ტური, სადაც გამარჯვებისთვის 180 ხმა იქნება საჭირო, 6 თებერვალს არის დაგეგმილი. თუკი ბარიერს მესამე ტურშიც ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, მეოთხე ტურში საჭირო ხმათა რაოდენობა 151-მდე შემცირდება.

Ekathimerini-ი წერს, რომ ტასოულასი, პარტია „ახალი დემოკრატიის“ დეპუტატი, ფინალურ ტურში, სავარაუდოდ, გამარჯვებისთვის საჭირო ხმებს მიიღებს, რადგან პარტია „ახალ დემოკრატიას“ 300 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობა, 156 მანდატი აქვს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics