21:47 - 01 Feb, 2025
2025-01-31 17:17:18, 175 ნახვა

საზოგადოება/
აქცია ზუგდიდში - საბავშვო ბაღის თანამშრომლები ხელშეკრულების ვადებს აპროტესტებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში საბავშვო ბაღის თანამშრომლებისა და მშობლების ნაწილი აპროტესტებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 9 თანამშრომელს ხელშეკრულება მხოლოდ ერთი თვით გაუგრძელდა.

მათი თქმით, მერიის ეს ნაბიჯი შესაძლოა მათ პოლიტიკურ პოზიციასა და აქტივობას უკავშირდებოდეს, რაც ხშირად პროევროპულ აქციებში მონაწილეობით გამოიხატება.

დღეს, ბაღების გაერთიანების ერთ-ერთ თანამშრომელს ტერიტორია დაატოვებინეს, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულების დათმობას არ აპირებენ.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics