21:50 - 01 Feb, 2025
2025-01-31 18:26:15, 242 ნახვა

საზოგადოება/
პლატფორმა “სალამი” სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს

პლატფორმა “სალამი” სოლიდარობას უცხადებს პროევროპულ აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს, მათ შორის, ნეტგაზეთის/ბათუმელების თანადამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს.

„პლატფორმა სალამში“ გაერთიანებულ ახალგაზრდებს მიგვაჩნია, რომ ხალხი აუცილებლად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში", - წერია განცხადებაში.

„სისტემა ცდილობს გააჩუმოს ხალხის ხმა, რათა ჩაახშოს ობიექტური აზრი და გამოხატვის თავისუფლება. უკანონოდ დააპატიმრეს ბათუმელების/ნეტგაზეთის დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. შიმშილობა არის პროტესტის ყველაზე მძიმე ფორმა და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ახლა რეალურ საფრთხეშია. ის კარგად აცნობიერებს, რომ მისი გაჩუმება არა მხოლოდ მისი, არამედ მთელ საზოგადოებას ეხება და მისი გაჩუმება ნიშნავს ხალხის გაჩუმებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას. „პლატფორმა სალამი“ სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს მას სამართლიან ბრძოლაში.

პროტესტი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით. ის გავრცელებულია რეგიონებშიც, სადაც ადგილობრივი აქტივისტები სოლიდარობის ნიშნად იწყებენ შიმშილობას. გუშინ დმანისში სამოქალაქო აქტივისტი და „შეხვედრის ადგილის“ დამფუძნებელმა ლაშა ჩხვიმიანმა, მიმდინარე პროცესების მიმართ პროტესტის ნიშნად, დაიწყო შიმშილობა. „პლატფორმა სალამი“ სოლიდარობას და თანადგომას უცხადებს მას. „პლატფორმა სალამში“ გაერთიანებულ ახალგაზრდებს მიგვაჩნია, რომ ხალხი არ არის მხოლოდ ფორმალურად ხელისუფლების წყარო და ხალხი აუცილებლად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში!“ – ვკითხულობთ „სალამის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

.ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უკვე მეოცე დღეა, შიმშილობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics