18:44 - 01 Feb, 2025
2025-02-01 09:21:16, 169 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ქართველები იცავენ საკუთარ მომავალს ევროპაში და არა რუსეთში

ქართველები იცავენ საკუთარ მომავალს ევროპაში და არა რუსეთში, ამიტომ არ დაიღლებიან - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელ X-ზე წერს და პროტესტის 65-ე დღეს ეხმიანება:

 

„პროტესტისაქართველოში მათთვის, ვინც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ქართველები, რომლებიც იცავენ თავიანთ მომავალს არა რუსეთში, არამედ ევროპაში, დაიღლებიან პროტესტით. არ იფიქროთ, რომ ეს ეგზისტენციალური ბრძოლაა. თქვენ არ დაიღლებით: შეხედეთ მასშტაბური პროტესტის 65-ე დღეს! თავისუფლებამზიამაღლობელს“, - წერს პრეზიდენტი.

ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, „მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით“.

„საქართველოს ევროპული მომავლის მიტაცების შეჩერების ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

მეხუთე პრეზიდენტი დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებებსაც ეხმიანება და ამ კონტექსტში საბჭოთა კავშირს ახსენებს.

„რეპრესიები საქართველოში. ქართველი დიპლომატების ჯერია: 27 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი დირექტივა გამოსცა, რომელიც საგარეო სამსახურში მომუშავეებს უფლებებს ზღუდავს და მათ მმართველი პარტიის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ აქცევს... რეტროაქტიული ეფექტებით. უკან სსრკ-ში“, - წერს ზურაბიშვილი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics