21:47 - 01 Feb, 2025
2025-02-01 16:54:43, 153 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მადლობა მზია ამაღლობელს იმისთვის, რომ გამოაჩინა ქართველი ქალის გამძლეობა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გამოცემა "ბათუმელების" ჟურნალისტთან, ეთერ თურაძესთან ინტერვიუში მზია ამაღლობელს სოლიდარობა და პატივისცემა გამოუცხადა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვერ შეძლებს მის პირადად მონახულებას, თუმცა საზოგადოებისა და საკუთარი სახელით მადლობას უხდის მის გამძლეობასა და ვაჟკაცობისთვის. პრეზიდენტის თქმით, მზია ამაღლობელმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც წარმოაჩინა ქართველი ქალის სიმტკიცე.

"მინდა ვთქვა, რომ ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზანი არის, ის, რომ სამწუხაროდ, ვერ მივალმასთან [მზია ამაღლობელთან], ვერ ვესტუმრები, მაგრამ მინდა გადავცე თქვენი სახელითა დაზოგადად, საზოგადოების სახელით ღრმა პატივისცემა, რაც დღეს ქვეყანაში მის მიმართარსებობს, მისი მხნეობის მიმართ და ჩვენი, ყველას სოლიდარობა მას, ამ ძალიან რთულმომენტში და მადლობას მას.

ვიღაცები, რომ მადლობას მეუბნებიან, არ არის სწორი, რადგან ჩვენ ერთ ბრძოლაში ვართ დაყველა სხვადასხვა ფორმით ბრძოლაში ერთვება, მაგრამ მადლობა მზია ამაღლობელსიმისთვის, რომ გამოაჩინა არა მხოლოდ, ჩვენს საზოგადოებაში, არა მედ, საზღვარგარეთაცგამოაჩინა ქართველი ქალის გამძლეობა და ვაჟკაცობა ამ ძალიან რთულ პერიოდში", - თქვა ზურაბიშვილმა.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics