21:55 - 01 Feb, 2025
2025-02-01 17:15:33, 164 ნახვა

სამართალი/
ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დასრულდა, თუმცა პოლიცია ამ დრომდე ადგილზე რჩება

ფეისბუქჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ნენსი ვოლანდის სახლში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ჩხრეკა დაასრულეს, თუმცა მისი დატოვება ამ დრომდე არ სურთ.

როგორც ნენსი ვოლანდის ადვოკატი აცხადებს, ჩხრეკის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა ოქმი შეადგინეს და მას ხელი მოაწერეს როგორც ადვოკატმა, ისე ნენსი ვოლანდის დედამ. შესაბამისად, ჩხრეკის ოფიციალური პროცესი დასრულდა და ის პირები, რომლებიც მას ახორციელებდნენ, სახლი რეალურად დატოვეს.

თუმცა, ადვოკატის თქმით, ამის შემდეგ ერთ-ერთმა პირმა, რომელიც თავის თავს უწოდებს პოლიციელს, კარის დაკეტვისას ფეხი ჩაუყოლა და უკანონოდ შებრუნდა ნენსის სახლში.

უფლებადამცველის განცხადებით, ამ პირს ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, მას არ ჰქონდა კანონიერად უკან შებრუნების უფლება.

„ეს უკვე აღარ იყო კანონიერი შესვლა, რადგან ჩხრეკა დასრულებული იყო, ოქმი შედგენილი და ახალი ორდერი გაცემული არ ყოფილა“, – განმარტავს ადვოკატი.

ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა ნენსი ვოლანდის დედა, რომელმაც მომხდარის ტელეფონით გადაღება დაიწყო. ადვოკატის თქმით, სწორედ ამ დროს პოლიციამ მას ტელეფონი უკანონოდ ჩამოართვა.

„ნენსი ვოლანდის დედა ჩხრეკის ოქმში მოხსენიებული არ იყო, შესაბამისად, ვერც მისი ტელეფონი იქნებოდა ამოღების ობიექტი, თუმცა პოლიციამ მას ტელეფონი უკანონოდ წაართვა და ამ დრომდე არ დაუბრუნებია“, – აცხადებს ადვოკატი.

უფლებადამცველის თქმით, ნენსი ვოლანდმა და მისმა ადვოკატმა გამოკითხვაზე ნებაყოფლობით გადაყვანაზე უარი განაცხადეს და განაცხადეს, რომ მხოლოდ სასამართლოს მითითების ან ოფიციალური დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ გამოცხადდებოდნენ გამოკითხვაზე.

„ამ დროს ნენსის უთხრეს: თუ შენი ნებით არ წამოხვალძალით წაგიყვანთ, რაც ფაქტობრივად მუქარა იყო“, – აცხადებს ადვოკატი.

 

ამ მუქარის შედეგად ნენსი ვოლანდი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

 

ამ დრომდე ნენსი, მისი დედა და ადვოკატი სახლიდან ვერ გადიან, რადგან მათ კართან პოლიცია დგას.

"ჩვენ ვესაუბრეთ 112-ს, თუმცა რასაც ახლა ვუყურებთ, პოლიციის თითოეული ქმედება უკანონოა“, – აცხადებს ნენსი ვოლანდის ადვოკატი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics