03:12 - 28 Apr, 2025
2025-04-12 12:23:43, 989 ნახვა

სხვადასხვა/
ილია თოფურია - რუსები საშიში ხალხია და ვფიქრობ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება

შერეული ორთაბრძოლების ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ინტერვიუ მისცა პოპულარულ ამერიკელ მეწარმე პატრიკ ბეთ-დევიდს, რომელიც პოდკასტს უძღვება YouTube-ზე.

ეპიზოდის ბოლოს პატრიკმა ჰკითხა თოფურიას, რას ფიქრობს უკრაინის ომზე, ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინზე. საპასუხოდ, სპორტსმენმა განაცხადა, რომ ის „ყოველთვის ხალხის მკვლელობის წინააღმდეგია და მშვიდობის მომხრეა“.

სპორტსმენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი აზრით, პუტინს და რუს პოლიტიკოსებს ფახებზე ჰკიდათ ყველა

„რაც მე ვიცი ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან და ჩემი ცხოვრებიდან არის ის, რომ რუსები, კერძოდ, პუტინი და რუსი პოლიტიკოსები, რომლებიც მართავენ რუსეთს (მე არ ვგულისხმობ უბრალო ხალხს), ისინი არავის სცემენ პატივს. ფეხებზე ჰკიდიათ ყველა“, - განაცხადა თოფურიამ.

მან ასევე გაიხსენა 2008 წლის ომი საქართველოში და თქვა, რომ „რუსების ნდობა არ შეიძლება“, რადგან „დაინახა, რას აკეთებენ ისინი თავის ხალხს“.

"2008 წელს ვცხოვრობდი საქართველოში და ვნახე, რა გაუკეთეს ჩემს ხალხს. ასე რომ, რუსები საშიში ხალხია და ვფიქრობ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. გავიმეორო: მე არ ვსაუბრობ ჩვეულებრივ ადამიანებზე, არამედ პოლიტიკოსებზე. "სიგიჟეა", - თქვა თოფურიამ, რომელიც UFC-ის ჩემპიონი 2024 წლის თებერვალში გახდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics