18:48 - 27 Apr, 2025
2025-04-25 11:03:42, 643 ნახვა

კორონავირუსი/
რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი ლისაკის ცნობით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადს დრონების გამოყენებით შეუტიეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი და 8 დაშავდა.

„აგრესორის თავდასხმის შედეგად სინელნიკოვსკისა და სამაროვსკის რაიონებში მდებარე საწარმოების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი გაჩნდა პავლოგრადშიც, კერძოდ მრავალსართულიან შენობაში“, - წერს ლისაკი „ტელეგრამის“ არხზე.

ლისაკის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოლქის ტერიტორიაზე 11 რუსული დრონი ჩამოაგდეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics