2025-04-25 10:11:10, 656 ნახვა
კორონავირუსი/ სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს
რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არსებობს ამ შეთანხმების რამდენიმე ელემენტი, რომელიც უნდა დამუშავდეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა. „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. პრეზიდენტის განცხადებაში ნახსენებია შეთანხმება და ჩვენ მზად ვართ შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული კონკრეტული პუნქტები, ამ შეთანხმების ელემენტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს და ჩვენ სწორედ ამ პროცესით ვართ დაკავებულები”, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ამასთან, ლავროვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა შეთანხმების ეს ელემენტები, ამიტომ ამის გაკეთება მისი მხრიდან მიზანშეწონილი არ არის. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს კონტაქტების შენარჩუნებას ამერიკულ მხარესთან უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. „არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ - პირველ რიგში, იმიტომ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, შესაძლოა, ერთადერთი ლიდერია დედამიწაზე, რომელიც აღიარებს ამ სიტუაციის ძირეული მიზეზების მოგვარების აუცილებლობას, როდესაც მან თქვა, რომ უკრაინის ნატო-სკენ წაყვანა უდიდესი შეცდომა იყო და რომ ეს ბაიდენის ადმინისტრაციის შეცდომა და მას მისი გამოსწორება სურს“, - განაცხადა ლავროვმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 2025-04-24 22:03:53 აშშ მოსთხოვს, რუსეთs ჰქონდეს უკრაინის უფლება საკუთარი არმიის ყოლის, - ბლუმბერგი ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |