2025-04-18 12:18:14, 392 ნახვა
კორონავირუსი/ მარკო რუბიო უკრაინაზე - გვსურს ამ ომის დასრულება, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, შეერთებულმა შტატებმა თავისი ძალისხმევა უნდა შეწყვიტოს და გაეცალოს, - СNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებს პარიზიდან გამგზავრებამდე განუცხადა. „თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, უნდა გავეცალოთ. ახლა ძალიან სწრაფად უნდა განვსაზღვროთ, და მე ვსაუბრობ დღეების საკითხზე, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება. თუ ეს შეუძლებელია, თუ ჩვენ იმდენად შორს ვართ ერთმანეთისგან, რომ ეს არ მოხდება, მაშინ ვფიქრობ, პრეზიდენტი ალბათ იმ ეტაპზეა, როდესაც იტყვის, რომ ჩვენ დავასრულეთ“, - აღნიშნა რუბიომ. მისი თქმით, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ომის შესაჩერებლად ძალისხმევა არ დაუკლია, თუმცა მათ „მიაღწიეს წერტილს, როდესაც უნდა გადაწყვიტონ და განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ“. „ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ დაგვიწყია. შეერთებული შტატები ბოლო სამი წლის განმავლობაში ეხმარება უკრაინას და ჩვენ გვსურს მისი დასრულება, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის. პრეზიდენტმა ტრამპმა 87 დღე გაატარა ამ მთავრობის უმაღლეს თანამდებობაზე და არაერთი ძალისხმევა გაწია ამ ომის დასასრულებლად. ახლა ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც უნდა გადავწყვიტოთ და განვსაზღვროთ, შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ ორივე მხარესთან“, - აღნიშნა რუბიომ. შეგახსენებთ, მარკო რუბიო და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი გუშინ პარიზში ევროპელ და უკრაინელ მოკავშირეებს შეხვდნენ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |