03:39 - 28 Apr, 2025
2025-04-22 19:02:48, 655 ნახვა

სამართალი/
გამომძიებელი მოწმე ქალი სალომე ედიშერაშვილი პოლიტპატიმრის პროცესზე ათობით პოლიციელით გარშემორტყმული მივიდა

გამომძიებელი მოწმე ქალი სალომე ედიშერაშვილი  სინდისის პატიმრის საქმეზე ჩვენების მისაცემად პოლიციელებით გარშემორტყმული მივიდა.

სალომე ედიშერაშვილმა დღეს თქვა, რომ რიგი საგამოძებო მოქმედებები არ ჩაუტარებია და ასევე აღიარა, რომ არ გამოუკითხავს პოლიციელი მირიან ქავთარაძე. 

დღეს სალომე ედიშერაშვილმა თქვა, რომ შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია და არც ქორთიად მერიოოტის" მიმდებარედ არსებული კამერები ამოუღია, ასევე არ გამოუთხოვია ტელევიზიებიდან ვიდეოკადრები. 

გამომძიებელმა განაცხადა, რომ "საქმეზე დანაშაულის ჩადენის ამსახველი კადრები დამაგრებულია".

ადვოკატის კითხვაზე, მოპოვებულ ვიდეოჩანაწერზე მოითხოვა თუ არა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რაც მათ შორის, დაადგენდა, იმას, ვიდეოჩანაწერი იყო თუ არა დამონტაჟებული, გამომძიებელმა უპასუხა, რომ ექსპერტიზა ჩანაწერზე არ მოუთხოვია, ვინაიდან, ვიდეო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

კითხვაზე, ესმის თუ არა მას ვიდეოში, საბა სხვიტარიძის სიტყვები, "ქალს ხელს როგორ ურტყამ", ედიშერაშვილმა უპასუხა, "მე მგონი იმის".

ჩომახაშვილის კითხვაზე, ვიდეოში სადმე ისმის თუ არა ფრაზა, როცა მირიან ქავთარაძე ამბობს, პოლიციელი ვარ და ნუ მირტყამო, გამომძიებელმა განაცხადა, რომ "არ ახსოვს".

ადვპოკატმა კითხვა დაუსვა, ხედავდა თუ არა ის ვიდეომასალაში მირიან ქავთარაძის მხრიდან მოქალაქეზე ხელის დარტყმას.

ედიშერაშვილის ის გამომძებელია, რომელსაც სხვიტარიძე მის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის თვითმხილველად ასახელებს.

  •  



ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics