03:15 - 28 Apr, 2025
2025-04-23 11:51:00, 677 ნახვა

კორონავირუსი/
მედია - რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 134 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 134 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში 67 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 47 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.

რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, პოლტავის, დონეცკის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics