2025-04-23 17:49:31, 501 ნახვა
მსოფლიო/ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - მიწისძვრის შედეგად სახლების ან შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიგვიღია
სახლების ან შენობების ჩამონგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მიგვიღია, - ამის შესახებ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა. „ჯერჯერობით არავის დაურეკავს 112-ში და დახმარება არ უთხოვია, რომ სახლი ან შენობა ჩამოინგრა“, - განაცხადა ალი იერლიკაიამ. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ აღნიშნა, რომ პირველადი შემოწმების შედეგად, გზატკეცილებსა და აეროპორტებში დაზიანება არ დაფიქსირებულა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ვითარებას ყურადღებით აკვირდება“. შეგახსენებთ, დღეს თურქეთში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ძლიერი, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო და ბიძგები სტამბოლში იგრძნობოდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |