03:34 - 28 Apr, 2025
2025-04-23 18:35:08, 623 ნახვა

სამართალი/
აქციების დროს დაკავებული 8 პირის მომდევნო პროცესი 2 მაისს გაიმართება

საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძისა და ინსაფ ალიევის მომდევნო სასამართლო სხდომა 2 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარდგა, მომდევნო სასამართლო სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება. 

ასევე, დაცვის მხარემ პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა არ დააკმაყოფილა.

აცილების საფუძველი მჭედლიშვილის გადაწვეტილება გახდა, რომელმაც ბრალდებულ ინსაფ ალიევს საზოგადოებრივი ადვოკატის მოხსნაზე უარი უთხრა. 

სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics