02:47 - 28 Apr, 2025
2025-04-24 10:18:10, 483 ნახვა

მსოფლიო/
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ ხოზნავარის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 23 აპრილს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სიუნიკის პროვინციის სოფელი ხოზნავარის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. უწყების ცნობით სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"მოვუწოდებთ აზერბაიჯანულ მხარეს გამოიძიოს ხოზნავარში საცხოვრებელი სახლის მიმართულებით ცეცხლის გახსნის ფაქტი და გააკეთოს საჯარო განმარტებები". - წერია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სომხეთის პრემიერის აპარატმა წამოაყენა წინადადება სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმის შექმნის შესახებ, რომელიც გამოიძიებდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევებს და/ან მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

"თუმცა, აზერბაიჯანს ამ წინადადებაზე პასუხი ჯერ არ გაუცია". - აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics