03:52 - 28 Apr, 2025
2025-04-24 16:29:07, 364 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში უვიზოდ შემომსვლელი ქვეყნების სია იზრდება

საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული 17 აპრილით დათარიღებული განკარგულებით, 16 აპრილიდან იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით შეუძლიათ იზრდება.

გთავაზობთ აღნიშნული 17 ქვეყნის სიას:

  • ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა,
  • ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა,
  • განის რესპუბლიკა,
  • ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა,
  • ერიტრეას სახელმწიფო,
  • იემენის რესპუბლიკა,
  • კამერუნის რესპუბლიკა,
  • კოტ-დ'ივუარის რესპუბლიკა,
  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
  • მაროკოს სამეფო,
  • ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა,
  • პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა,
  • სომალის ფედერაციული რესპუბლიკა,
  • სირიის არაბთა რესპუბლიკა,
  • სუდანის რესპუბლიკა,
  • ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა,
  • უგანდის რესპუბლიკა.

"იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით". - ნათქვამია დადგენილებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics