2025-04-24 22:08:24, 661 ნახვა
პოლიტიკა ლევან დავითაშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრა მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტს. რა თმა უნდა, შევეხეთ ასევე გასულ წლებში არსებულ პრობლემებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობდა," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომელიც ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ქ. ვაშინგტონში იმყოფება. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები შედგა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში, სადაც განხილული იყო დაფინანსების პერსპექტივები საქართველოში, რაც, მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში უწყვეტად მოდიოდეს საერთაშორისო დაფინანსებები მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, თუმცა, პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ამის პარალელურად, ასევე საინტერესოა ამერიკაში ყოფნის დროს ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო დიალოგი.
ლევან დავითაშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯერ სამი თვეც არ არის, რაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თეთრ სახლში შევიდა და აქედან გამომდინარე, ბევრი რამ ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, რაც აღნიშნული იყო შეხვედრების ყველა ეტაპზე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |