2025-04-24 22:13:24, 654 ნახვა
ეკონომიკა/ ლევან დავითაშვილი: „აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ჩვენთვის მისაღებია
"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკა მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ ინტერესებს, ამ ტიპის მიდგომები საქართველოსთვისაც რაციონალური და მისაღებია. „ვფიქრობ, ეს წარმოადგენს ძალიან კარგ წინაპირობას იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს ეფექტიანი და მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს. ყველა შეხვედრა, რომელიც იმართება ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, თავისთავად, მოიცავს პოლიტიკურ ურთიერთობებს, პოლიტიკა და ეკონომიკა ამ შემთხვევაში მჭიდროდ არის დაკავშირებული, მათი გამიჯვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებთან თანამშრომლობა გარკვეული მიმართულებებით განსაკუთრებით ხელსაყრელია და შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს მიმართულებები ძალიან საინტერესოა და შესაბამისობაშია აშშ-ის ახალი ხელისუფლების ინტერესებთან.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |