2025-04-25 10:43:31, 408 ნახვა
ეკონომიკა/ ტატო ახალკაციშვილის გამოფენა „კ(ქ)რონოსი“ მალე გაიხსნება - გამოფენის გენერალური მხარდამჭერია SOLO
1 მაისს, 18:00 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში კონსტანტინე ბოლქვაძის კურატორობით, ტატო ახალკაციშვილის გამოფენა „კ(ქ)რონოსი“ გაიხსნება. გამოფენის გენერალური მხარდამჭერია SOLO. გამოფენის სათაური, კონცეფცია და მთლიანი ვიზუალური ქსოვილი წარმოადგენს კურატორის, კონსტანტინე ბოლქვაძის რეფლექსიას ხელოვანზე. მონუმენტურ ფერწერულ ტილოებს დრამატულობა და თხრობის პათოსი აერთიანებს. თუმცა, თითოეული ტილო ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ქვეთავია - ისინი არ მიეკუთვნება რომელიმე კონკრეტულ სერიას. არტისტი უდროო, იმპერსონალურ სივრცეებში მოგზაურობს. მისი მიზანი არა სტილის და ეპოქის სულის გაცოცხლება, არამედ ქართულ, ლოკალურ კონტექსტზე რეფლექსიის მოხდენა და ალეგორიული სიუჟეტებით მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ თუ ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე საუბარია. ნამუშევრებში ამბივალენტური ნიუანსებიც იკითხება: ტოქსიკური ფერები და ჰოლანდიური ვალიორი, ჰარმონია და ქაოსი, სიცოცხლე და თანატოსი, კლასიკა და პოსტმოდერნიზმი.... ტატო ახალკაციშვილი ტატო ახალკაციშვილი 2000-იანების თაობას მიეკუთვნება. იგი მულტიმედიური არტისტია, ფერწერის და გრაფიკის გარდა, ქმნის ფოტოებს, კოლაჟებს, ინსტალაციებს, ობიექტებს და ვიდეოარტს. ტატო იყო „ფიგურატიული ხელოვნების სახელოსნოს“ წევრი, რომელიც 2004 წელს შეიქმნა. ამ ჯგუფის ნოვატორულობა გამოიხატებოდა შემდეგი ნიშნებით: პოსტსაბჭოთა სივრცის რეფლექსია, კოლექტიური მეხსიერების პრობლემა და ქართულ ხელოვნებაში ახალი ფიგურატიულობისა თუ ჰიპერრეალიზმის სტილების დანერგვა. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |