02:47 - 28 Apr, 2025
2025-04-25 10:45:50, 449 ნახვა

მსოფლიო/
ტაილანდში პოლიციის თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 5 ადამიანი

ტაილანდში პოლიციის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტაილანდის სამეფო პოლიციის წარმომადგენლის, არჩაიონ კრაიტონგის ცნობით, ტაილანდის პოლიციის მცირე ზომის თვითმფრინავი სატესტო ფრენას ასრულებდა, რა დროსაც ზღვაში ჩავარდა.

არჩაიონ კრაიტონგის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 6 პოლიციელი იმყოფებოდა, რომელთაგან 5 დაიღუპა, ხოლო ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics