2025-04-25 11:54:50, 402 ნახვა
პოლიტიკა პაატა მანჯგალაძე - „ქოცური“ ლოგიკა, რომ თუ უვიზო აღარ გვექნება და ევროპას მოვწყდებით, სინამდვილეში რუსული სცენარია
„ქოცური“ ლოგიკა, რომ თუ უვიზო აღარ გვექნება და ევროპას მოვწყდებით, მაშინ სუვერენულები ვიქნებით, სინამდვილეში რუსული სცენარია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, რეალობა ასეთია - ერთ მხარეს დგას ევროკავშირი, მეორე მხარეს კი, „ივანიშვილი, „ქოცური“ მოძალადე რეჟიმი და განძარცვული, გარიყული, დაუცველი საქართველო“. „ქოცური“ ლოგიკა, რომ თუ უვიზო აღარ გვექნება და ევროპას მოვწყდებით, მაშინ სუვერენულები ვიქნებით, სინამდვილეში არის რუსული სცენარი: მარტო დარჩენილი, გაღატაკებული და დაუცველი საქართველო ზუსტად იმ სცენარისთვის, როგორც გაანადგურეს ბელარუსი. რეალობა ასეთია, ერთ მხარეს - ევროკავშირი, თავისუფლება, დაცულობა, კომფორტი და მეტი შესაძლებლობა. მეორე მხარეს - ივანიშვილი, „ქოცური“ მოძალადე რეჟიმი და გაძარცული, გარიყული, დაუცველი საქართველო. დანარჩენი „ქოცური“ რუსული პროპაგანდაა - ყალბი საფრთხეები და ყოველდღიური შიშის თესვა, რომ ხალხმა აღარ იფიქროს უკეთესზე, დაკარგოს იმედი და შეეგუოს ჭაობს. სინამდვილეში, ჩვენ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია. საქართველოს ვერ წაართმევენ მომავალს. მოვიშორებთ მოძალადე რეჟიმს და დავბრუნდებით ევროპაში, როგორც თავისუფალი და ძლიერი ერი!“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |