2025-04-25 11:56:04, 436 ნახვა
მსოფლიო/ ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს
ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. „ფრანს-პრესის“ ცნობით, დღეს ღამით ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში, ორი ქვეყნის გამყოფ კონტროლის ხაზზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. „მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით სროლა არ ყოფილა“, - განუცხადა სააგენტოს ქაშმირში პაკისტანის მთავრობის წარმომადგენელმა, საიდ აშფაქ გილანიმ. სროლის შესახებ ინფორმაცია ინდოეთის არმიამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ცეცხლი პაკისტანმა გახსნა. შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის პოლიციამ სამი ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მათგან ორი პაკისტანის მოქალაქეა. თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა, დიპლომატები გააძევა და ინდის წყლების განაწილების შესახებ ხელშეკრულება შეაჩერა, ხოლო პაკისტანმა ინდოეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების მოქმედება შეაჩერა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |