2025-04-25 15:54:17, 539 ნახვა
მსოფლიო/ დონალდ ტრამპი - ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის
ყირიმი რუსეთს დარჩება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში განაცხადა. „არ მგონია, რომ ისინი [უკრაინა] ოდესმე ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებენ. ვფიქრობ, ომის დაწყების მიზეზი ის გახდა, რომ მათ ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დაიწყეს საუბარი. ეს საკითხი, რომ არ წამოჭრილიყო, მაშინ გაცილებით მეტი შანსი იქნებოდა, რომ ომი არ დაწყებულიყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. კითხვაზე, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყირიმი რუსეთს უნდა გადაეცეს თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ყირიმი რუსებს გადაეცათ. ეს მათ ბარაკ ჰუსეინ ობამამ გადასცა“. „მაგრამ, შეძლებენ ისინი [უკრაინა] მის დაბრუნებას? ყირიმში მოსახლეობა ძირითადად რუსულად საუბრობს. მაგრამ ეს მათ ობამამ გადასცა. ტრამპს არ გადაუცია. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ყირიმს ვერ წაიღებდნენ. ყირიმი რუსეთს დარჩება. ზელენსკის ეს ესმის. მათ [რუსეთი] ყირიმი ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე მიიღეს. ეს ობამას ომია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |