19:03 - 27 Apr, 2025
2025-04-26 14:47:54, 219 ნახვა

სამართალი/
ყვარელში ე.წ კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის სახლის დაწვა სცადეს

ყვარელში ე.წ "კანონიერი ქურდის" ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის სახლის დაწვა სცადეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ დროისათვის დაუდგენელმა პირმა გელა უძილაურის საცხოვრებელ სახლს, სავარაუდოდ, ეგრეთწოდებული "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა.

აალების შედეგად, სახლის მცირე ნაწილი, დაახლოებით 2-3 კვადრატული ფართობი დაზიანდა.

 ვინ ისროლა " მოლოტოვის კოქტეილი", ან ვინ იმყოფებოდა იმ დროისათვის საცხოვრებელ სახლში, დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics