2025-04-27 16:45:55, 64 ნახვა
სამართალი/ 18 ჟურნალისტი და ოპერატორი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს - სარჩელის განხილვა ხვალ იწყება
18 ჟურნალისტი და ოპერატორი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. თავისუფალი მედიის სარჩელის განხილვა სასამართლოში ხვალიდან იწყება. სარჩელი 2023 წელს დარღვეულ უფლებებს უკავშირდება, როცა მედია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა, პოლიცია კი მათ მუშაობაში ხელს უშლიდა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მედიის წარმოამდგენლები გახდნენ როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლნი. ეს ის საქმეებია, რომელზეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება წელიწადნახევრის წინ დაიწყო, მაგრამ ყველა თაროზეა შემოდებული. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაშავდა "ტვ პირველის" ოპერატორი ნიკო კოკაიაც. მას ფეხი მოტყდა და ამის გამო საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობას გარკვეული პერიოდი ვეღარ ასრულებდა. ოპერატორი ამბობს, რომ აქციებზე პირველი სამიზნეები სწორედ ჟურნალისტები და ოპერატორები არიან, რომლებიც რეჟიმის დანაშაულებს იღებენ.
ჟრნალისტებს და იურისტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ამბობენ, რომ ამ ეტაპის გავლა მნიშვნელოვანია, რათა მასალები დოკუმენტირდეს და შემდეგ უკვე ევროპულ სასამართლოში გადაიგზავნოს. 2024 წლის 28 ნოემბრიდან, საქართველოში პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე, ჟურნალისტებზე ძალადობის, მუშაობაში ხელშეშლის, მათთვის ტექნიკის ჩამორთმევის ან დაზიანების ასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში, 147 რეპორტიორი დაშავდა. ამ მონაცემებს ორგანიზაცია “მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი” (CMIS) აქვეყნებს. ეს ორგანიზაცია მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ ინციდენტებს იკვლევს და აღწერს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-04-27 21:08:34 ვალცი - ტრამპმა ვატიკანში ზელენსკისთან პირადი შეხვედრა მოითხოვა 2025-04-27 11:59:18 კურსკის ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა: DeepState ბრძოლებზე საუბრობს (რუკა) 2025-04-25 11:03:42 რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი 2025-04-25 10:11:10 სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს 2025-04-24 23:16:25 ტრამპი უკრაინა რუსეთის შეთანხმებაზე - მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() როგორ აჯარიმებს მოქალაქეებს შსს როგორც სატრანსპორტო საშუალელბას - ანუ რეჟიმის ჩამოშლის ნიშნები
მთავარი თემა
![]() |