23:19 - 05 May, 2025
2025-05-05 19:25:07, 63 ნახვა

კორონავირუსი/
რუსული პროპაგანდისტული Telegram-არხები - უკრაინამ კურსკის საზღვართან იერიში მიიტანა

რუსი პროპაგანდისტული Telegram-არხები იტყობინებიან, რომ უკრაინამ რუსეთში კურსკის ოლქის საზღვრის გარღვევა სცადა.

პროპაგანდისტები წერენ, რომ უკრაინული შეიარაღებული ძალები გლუშკოვოს რაიონის დასახლებებს, ტეტკინოსა და ზვანნოეს თავს დაესხა. 

პარალელურად, უკრაინაში სუმის ოლქის ხელმძღვანელმა, მიხაილო მელნიკმა ორი ქალაქის, ბელოპოლიესა და ვოროჟბას საგანგებო ევაკუაცია გამოაცხადა. 

ამის შესახებ მელნიკმა Facebook-ზე დაწერა. 

მელნიკის თქმით, მოსახლეობამ ქალაქები სასწრაფოდ უნდა დატოვოს და მათ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ. 

ორივე ქალაქის კურსკის ოლქის საზღვრისგან დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics