2025-05-06 10:34:29, 64 ნახვა
კორონავირუსი/ რუსებმა ხარკოვს დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს - დაშავდა 11 ადამიანი
რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის უდიდეს „ბარაბაშოვოს“ ბაზარში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები, დაშავდა 11 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერმა ქალაქის ოთხ რაიონს „გერან-2“ ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ქალაქის უდიდეს ბაზარში, „ბარაბაშოვოში“, ხანძარი გაჩნდა“, - წერს სინეგუბოვი „ტელეგრამ“ არხზე. მისი ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვის ოლქს, საერთო ჯამში, 8 მართვადი საჰაერო ბომბით, 8 FPV დრონით და „გერან-2“ ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. სინეგუბოვის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად, იზიუმში დაზიანდა 14 კერძო სახლი, კუპიანსკში - 2 კერძო სახლი, საწყობი და 2 ავტომობილი და ხარკოვში- 8 კერძო სახლი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-06 16:20:01 რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს 2025-05-06 10:34:29 რუსებმა ხარკოვს დრონებით და მართვადი ბომბებით შეუტიეს - დაშავდა 11 ადამიანი 2025-05-05 19:25:07 რუსული პროპაგანდისტული Telegram-არხები - უკრაინამ კურსკის საზღვართან იერიში მიიტანა 2025-05-05 17:56:20 ზელენსკი - ცეცხლის შეწყვეტა მიღწევა ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი 2025-05-05 14:42:43 ალექსანდრ სირსკი - კურსკის ოპერაციამ მიზნების უმეტესობას მიაღწია ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |