2025-05-13 20:51:13, 45 ნახვა
კორონავირუსი/ კით კელოგი - უკრაინაში ძალების განლაგებაზე ბრიტანელებს, ფრანგებს, გერმანელებს ველაპარაკებით
პირველი, რისი მიღწევაც გვინდა, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა - ჰაერში, ზღვაზე, ხმელეთსა და ინფრასტრუქტურაზე და აქედან მაგალითად ტერიტორიაზე გადადიხარ. ხუთი ძირითადი ოლქია: ლუგანსკი ჩრდილოეთში, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი, და დისკუსია იმაზეა, თუ როგორ გამოიყურება ეს - ამის შესახებ უკრაინაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა განაცხადა. ,,ტერიტორიაზე ჩვენ ვამბობთ, რომ “ადგილზე გაყინეთ”. თუ იმ მიწაზე ხარ, რომელსაც აკონტროლებ, რადგან მისთვის იბრძოლე, მაშინ მოლაპარაკებებს ფაქტობრივად აქედან დავიწყებთ. ეს მნიშვნელოვანი იქნება; ჩვენ ვსაუბრობთ ზაპოროჟიეზე, ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ევროპაში სიდიდით მესამე ადგილზეა; ვსაუბრობთ, ვინ გააკონტროლებს მას. ჩვენ განმეორებით ვამბობთ, რომ ამ ელექტროსადგურის გახსნაში დახმარებას გავუწევთ, ამას დიდი დრო დასჭირდება, რათა ამოქმედდეს ის და ელექტროენერგია მიაწოდოს მთელ რეგიონს; ჩვენ ვსაუბრობთ [უკრაინელი] ბავშვების სახლში დაბრუნებაზე. ეს საკითხი, ბავშვების სახლში დაბრუნების შესახებ, ზელენსკისთან პრეზიდენტმა ტრამპმა წამოწია. 20 000-30 000 დაკარგულია. პრეზიდენტი ზელენსკიც კი ამბობს, რომ ზოგიერთის დაბრუნება შეიძლება ვერ მოხერხდეს. იმედია, მათაც დავაბრუნებთ; საუბარია NATO-ზეც, NATO-ს ჩართულობაზე, როგორ გამოიყურება NATO. შეიძლება არ მოგვწონდეს ამის თქმა უკრაინისთვის, მაგრამ ეს შეიძლება ახლო მომავალში ვერ მოხდეს. მომავალში შეიძლება, მაგრამ ახლა - არა. და შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ "მდგრადობის ძალებზე". ეს არის ძალები, რასაც E3-ს ეძახიან, მაგრამ ახლა ეს უკვე E4-ია. ჩვენ ვესაუბრებით ბრიტანელებს, ფრანგებს, ასევე გერმანელებსა და ახლა უკვე პოლონელებსაც, რომ მდინარე დნეპრის დასავლეთით ძალები ჰყავდეთ, რაც ნიშნავს, რომ კონტაქტის ზონის მიღმა იქნება და აღმოსავლეთით სამშვიდობო ძალები გყავდეს და როგორი იქნება ეს, მესამე მხარის ჩართულობით, რათა ცეცხლის შეწყვეტის რეალური მონიტორინგი შეძლო'' - თქვა კელოგმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-13 20:51:13 კით კელოგი - უკრაინაში ძალების განლაგებაზე ბრიტანელებს, ფრანგებს, გერმანელებს ველაპარაკებით 2025-05-13 18:33:00 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინთან შეხვედრა შედგეს 2025-05-13 18:07:07 კაია კალასი - საქართველომ 2008-ში, უკრაინამ 2014-ში ისწავლა; ხელშეკრულება მშვიდობის გარანტია არ არის 2025-05-13 17:10:25 კაია კალასი - რუსეთს უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური ინტერესი არ გააჩნია 2025-05-12 20:17:02 უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სთან მინერალების შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |