2025-05-16 11:03:33, 104 ნახვა
კორონავირუსი/ უკრაინამ რუსული ძალების შეტევის მოგერიების დროს F-16 დაკარგა
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა რუსული ძალების მიერ ღამით განხორციელებული იერიშის მოგერიების დროს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი დაკარგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, პილოტმა, საავიაციო ქვემეხის გამოყენებით, სამი საჰაერო სამიზნე გაანადგურა და მეოთხეზე მუშაობდა. „პილოტმა თვითმფრინავი დასახლებული ზონიდან მოშორებით მიმართა და წარმატებით კატაპულტირდა“, - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება. „ყველა გარემოების ობიექტურად გასარკვევად შეიქმნა კომისია, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-16 21:47:06 ზელენსკიმ, მაკრონმა, სტარმერმა, მერცმა და ტუსკმა ტრამპს ესაუბრნენ 2025-05-16 17:08:45 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი ცეცხლის შეწყვეტაა 2025-05-16 16:49:40 უკრაინაში 909 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნეს 2025-05-16 11:42:34 რუსებმა უკრაინას 112 დრონით შეუტიეს - დაზარალდა 7 ოლქი, არის მსხვერპლი 2025-05-16 11:03:33 უკრაინამ რუსული ძალების შეტევის მოგერიების დროს F-16 დაკარგა ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |