2025-05-20 09:27:22, 84 ნახვა
კორონავირუსი/ უკრაინის სუმის რეგიონის ადმინისტრაცია - სუმის ოლქიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
უკრაინის სუმის ოლქის 202 დასახლებული პუნქტიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, - ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგოროვმა Suspilne-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სუმის ოლქის 202 დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციას, საერთო ჯამში, 86 000-ზე მეტი მცხოვრები ექვემდებარება. მათგან ევაკუირებულია 60%-ზე მეტი - 52 000-ზე მეტი. ამასთან, გრიგოროვის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში დაახლოებით 2 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გარდა ამისა, მისი თქმით ამჟამად რეგიონში 21 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, 10 000-ზე მეტი კი - გაზის გარეშე. გრიგოროვის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში სუმის ოლქში მტრის თავდასხმებს 13 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-20 14:17:26 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით დროის მოგებას ცდილობს 2025-05-20 10:38:07 რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 108 დრონით შეუტიეს 2025-05-20 09:27:22 უკრაინის სუმის რეგიონის ადმინისტრაცია - სუმის ოლქიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული 2025-05-19 20:25:31 ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა 2025-05-19 12:57:58 რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე იერიში მიიტნა, განადგურებულია 41 დრონი ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |