12:06 - 03 Jun, 2025
2025-06-01 14:38:03, 430 ნახვა

კორონავირუსი/
1 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქზე იერიშები მიიტანა

1 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქზე იერიშები მიიტანა, დაშავდა 7 ადამიანი

ოლქის გუბერნატორის, ივან ფიოდოროვის განცხადებით, იერიშების შედეგად სოფელ ვერხნია ტერესაში 53 წლის ქალი და 21 წლის კაცი დაშავდნენ.

თავდასხმის შედეგად ამავე სოფელში ერთი სახლი მთლიანად განადგურდა. თავდასხმის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა კი ახლომდებარე შენობები დააზიანა.

ფიოდოროვის თქმით, რუსეთმა ოლქის მიმართულებით შაჰედის ტიპის შვიდი დრონი გაუშვა. კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა პოლოგივსკის რაიონზე მიტანილი იერიშების შედეგად.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics