11:03 - 03 Jun, 2025
2025-06-01 16:36:07, 453 ნახვა

კორონავირუსი/
გუშინ რუსეთმა უკრაინას 472 დრონითა და რაკეტით შეუტია

რუსეთმა უკრაინას გუშინ რეკორდული რაოდენობის, 479  დრონებით და რაკეტებით შეუტია, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა მტრის 3 ფრთოსანი რაკეტა და 210 დრონი გაანადგურეს, 172 უპილოტო საფრენი აპარატი კი ლოკალურად დაიკარგა.

რუსებმა უკრაინას „შაჰიდისა“ და სხვა ტიპის 472 დრონით რუსეთის ფედერაციის მილეროვოს, შატალოვოს, კურსკის, ორიოლის, ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან შეუტიეს. „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით კი - კურსკისა და ვორონეჟის ოლქებიდან. ამასთან რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ შეტევისას ოთხი ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.

მტრის საჰაერო დარტყმების ძირითადი მიმართულებები ხარკოვის, სუმის, ჟიტომირის, ოდესის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქები იყო.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics