2025-06-23 23:44:20, 5827 ნახვა
სამხედრო/ აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში ხუთი ბაზა ყატარის დარტყმის შემდეგ გაძლიერებულ მზადყოფნაში გადაიყვანა
სირიის პროვინცია ჰასაკაში მდებარე კასრაკის ამერიკული სამხედრო ბაზა სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი ირანის ან მის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან შესაძლო თავდასხმების საფრთხის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სირიის სამხედრო წრეებში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მაქსიმალური საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი ასევე გამოცხადდა ერაყში, აინ ალ-ასადის აშშ-ის სამხედრო ბაზაზე. გარდა ამისა, როგორც IRIB News წერს, განგაში ატეხეს ამერიკულ ბაზებზე ყატარში, ბაჰრეინსა და ქუვეითში. ესკალაციის ფონზე, სპარსეთის ყურის ქვეყნებმა: ერაყმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა და ქუვეითმა დროებით შეაჩერეს ფრენები საკუთარ საჰაერო სივრცეში. ამის შესახებ Flightradar24 პორტალის მონაცემები მოწმობს. სიფრთხილის ზომები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ირანმა 23 ივნისს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. Axios-ის ცნობით, ირანულმა ძალებმა ექვსი რაკეტა ესროლეს კატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას, ხოლო კიდევ ერთი - ერაყში მდებარე აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზას. ალ-უდეიდი რეგიონში აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზაა და ასევე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წინა შტაბ-ბინაა. თავის მხრივ, „ნიუ-იორკ თაიმსი“ იუწყება, რომ ირანმა კატარის ხელისუფლებას მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წინასწარ აცნობა და მოქმედებები კატარის ოფიციალურ პირებთან შეათანხმა. გამოცემის წყაროების ცნობით, თეირანი ცდილობდა სიმბოლურად ეპასუხა აშშ-ის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ დარტყმებზე, სიტუაციის მასშტაბურ ესკალაციამდე მიყვანის გარეშე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-05 16:04:58 აზერბაიჯანმა შესაძლოა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს 2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |