2025-07-29 18:55:03, 5040 ნახვა
სამხედრო/ აშშ-ის საელჩო: Agile Spirit-ის წვრთნები შავი ზღვის სტაბილურობისადმი აშშ-ის ერთგულებას აჩვენებს
აშშ-ის საელჩო საქართველოში ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს „Agile Spirit 2025“ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისადმი აშშ-ის ერთგულების დემონსტრირებას უწოდებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დიპლომატიური მისია წერს: „Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე საკავალერიო პოლკის 1-ლი ასეულის ჯარისკაცებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კოლონის ოპერაცია ჩაატარეს. კოლონა სენაკის საწვრთნელი პოლიგონიდან ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე გადავიდა. „ეს წვრთნები ნათლად აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და მოკავშირეთა თანამშრომლობის სიძლიერისა და მნიშვნელობის მიმართ“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს საქართველოში მეთორმეტე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები Agile Spirit დაიწყო. წვრთნები რეგიონის ორ ქვეყანაში: საქართველოში და თურქეთში ჩატარდა. Agile Spirit 2025-ში მონაწილეობენ კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საქართველოს, აშშ-ისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე ორი მრავალეროვნული დანაყოფი. წვრთნების მიზანია მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის, ურთიერთქმედებისა და ოპერატიული შესაძლებლობების ამაღლება. საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს „Agile Spirit“ მეთორმეტედ ატარებს. ეს წვრთნები 2024 წელს საქართველოში არ ჩატარებულა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-05 16:04:58 აზერბაიჯანმა შესაძლოა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს 2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |