2025-08-06 17:46:16, 4586 ნახვა
სამხედრო/ „მტკიცე სული 2025“ დასრულდა
მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ დასრულდა. ოფიციალური დახურვის ცერემონია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა კრის მარშალმა. სიტყვით გამომსვლელებმა მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დახურვის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. სიტყვის მიმართვების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სწავლებაში მონაწილე ტექნიკაც. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) საქართველოში მეთორმეტედ ჩატარდა. Agile Spirit 2025-ს ერთობლივად ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია. Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლებაში ასევე, ჩართული იყო 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი. წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდნენ. Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალებს შორის მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-05 16:04:58 აზერბაიჯანმა შესაძლოა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს 2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |