04:16 - 07 Sep, 2025
2025-08-17 22:47:01, 1717 ნახვა

სამხედრო/
DEEP STATE - 3 წლის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 1% დაიკავა.

ანალიტიკური პლატფორმა Deep State აღნიშნავს, რომ 2022 წლის 12 ნოემბრიდან რუსულმა ძალებმა კონტროლი მხოლოდ 5842 კვ.კმ-ზე გააფართოვეს, რაც უკრაინის ტერიტორიის 0,96%-ს შეადგენს.

ექსპერტების თქმით, რუსეთის მთავარი წარმატებები ომის პირველ კვირებში დაფიქსირდა, თუმცა შემდგომ უკრაინამ მნიშვნელოვან ტერიტორიებზე მოახერხა კონტროლის აღდგენა კიევში, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში.

ამის შემდეგ, მიუხედავად შეტევებისა, მათ შორის ბახმუტისთვის გამართული მძიმე ბრძოლებისა, რუსეთს არ მიუღწევია სერიოზული წინსვლისთვის.

 ახლა წარმოიდგინეთ – პუტინი მოლაპარაკებების შედეგად „მთლიან დონბასს“ ითხოვს. ეს დაახლოებით უკრაინის მთლიანი ტერიტორიის 1,4%-ია (8 700 კვ.კმ- ანუ ის ფართობი, რომელსაც დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს), რაც იმაზე ნაკლები, ვიდრე რამდენიც რუსებმა უკვე დაიკავეს სამი წლის ( საუბარია 2022 წლის 12 ნოემბრიდან 2025 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით) განმავლობაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics