2025-08-18 22:24:26, 1432 ნახვა
სპორტი/ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბახმაროს თასი 2025 გაიმართება
საქართველოს ბანკი, პარტნიორი ბიზნესებისა და მათი ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, გასული წლების მსგავსად, ბანკი „ბახმაროს თასის“ მთავარი მხარდამჭერია. „ბახმაროს თასი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ისტორიული სპორტული ღონისძიებაა, რომლის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ბახმაროში დოღზე მონაწილეობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან არაერთი მხედარი იღებს, სანახაობას კი ათობით ათასი სტუმარი ესწრება. გამარჯვებულები ოთხი გარბენის ფარგლებში გამოვლინდებიან:
„საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია, „ბახმაროს თასს“ მხარს უჭერს. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის. გვახარებს, რომ როგორც მონაწილეების, ისე მაყურებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში. დოღი 19 აგვისტოს, 13:00 საათზე, მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ დაიწყება. ღონისძიება წყაროს წყალი „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-05 16:04:58 აზერბაიჯანმა შესაძლოა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს 2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |