2025-08-19 11:00:03, 1802 ნახვა
სხვადასხვა/ რუსეთში მღვდლები და სასულიერო სემინარიის სტუდენტები სექსით მართლმადიდებლურ ეკლესიაში კავდებოდნენ
რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდში გავრცელდა სკანდალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია წმინდა ტიმოთესა და მოწამე ტატიანას მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სადაც ასევე მართლმადიდებლური გიმნაზია ფუნქციონირებს. არხი „საეკლესიო ამბები“ ამტკიცებს, რომ სემინარიის სტუდენტები და რამდენიმე მღვდელი ეკლესიაში სექსით კავდებოდნენ. ვიდეოს მართმადიდებელი მღვდლების და სემინარიის სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა პორნო პლადფორმაზე ათავსებდნენ. ეკლესიის რექტორმა, მღვდელმა გლოტოვმა დაადასტურა ვიდეოს ავთენტურობა, თუმცა დააკონკრეტა, რომ ის დიდი ხნის წინ არის გადაღებული. საჯარო გვერდმა „საეკლესიო ამბები“ ვიდეო 15 აგვისტოს გაავრცელა. გადაღებები ეკლესიის გუნდში - საეკლესიო გალობის პლატფორმაზე მიმდინარეობდა. შენობას ასევე იყენებს წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია. ნიჟნი ნოვგოროდის სასულიერო სემინარიის კანცელარიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ინციდენტის შესახებ პირველად გაიგეს და გამორიცხეს მათი სტუდენტების მონაწილეობა. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ყველა მონაწილე იდენტიფიცირებული და დასჯილი იქნება. „ჰომოსექსუალობა ცოდვაა, ვიდეოში მონაწილეებმა თავიანთი ღრმა მორალური დაცემა გამოავლინეს“, - განაცხადა მიტროპოლიტის პრესმდივანმა პესტრეცოვმა. მოსალოდნელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შიდა გამოძიება. ეკლესია რუსეთის ამ რეგიონში ყველაზე დიდია და საკათედრო ტაძრად ითვლება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-05 16:04:58 აზერბაიჯანმა შესაძლოა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს 2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |