04:34 - 07 Sep, 2025
2025-08-20 09:09:34, 1465 ნახვა

კორონავირუსი/
აშშ და ნატო უკვე ამუშავებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს - Reuters-ი დეტალებს ავრცელებს

აშშ-სა და ნატოს სამხედრო დამგეგმავები ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო სცენარების შემუშავებას იწყებენ, იტყობინება Reuters აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

ბიძგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირება იყო, რომ კიევს რუსეთთან სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დაეხმარებოდა. ერთ-ერთი ვარიანტი ითვალისწინებს ევროპული ჯარების განლაგებას უკრაინის ტერიტორიაზე ეროვნული დროშების ქვეშ, მაგრამ აშშ-ის მეთაურობით. ამავდროულად, ამერიკული ჯარები უკრაინაში არ გაიგზავნებიან.

ტრამპმა ამას Fox News-თან ინტერვიუში ხაზი გაუსვა:

„როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, (ევროპელები) მზად არიან ხალხი ადგილზე გაგზავნონ, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ სხვადასხვა საკითხში, განსაკუთრებით, ალბათ... ჰაერში, რადგან არავის აქვს ის, რაც ჩვენ გვაქვს“. წყაროების ცნობით, აშშ-მ შესაძლოა უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდოს ან თუნდაც ფრენის აკრძალვის ზონა დააწესოს თავისი გამანადგურებლებით.

ამასობაში, ოთხშაბათს გაიმართება ნატოს სამხედრო ლიდერების ვირტუალური შეხვედრა, სადაც განიხილება უკრაინასთან დაკავშირებული შემდგომი ნაბიჯები და ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკაში ბოლო მოლაპარაკებების შედეგები.

კიევი და მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ ვაშინგტონი შეიძლება შეეცადოს მოსკოვის პირობებით შეთანხმების იძულებით მიღწევას. ამავდროულად, ევროპა აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების გარანტიები საკმარისად ძლიერი უნდა იყოს კრემლის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics