04:35 - 07 Sep, 2025
2025-08-20 09:32:28, 1598 ნახვა

კორონავირუსი/
სუმის რეგიონის რუსების მიერ დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიჭრა მათ შორის ბავშვებია

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, რუსეთთან საზღვართან მდებარე სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაზე რუსული ჯარების მიერ განხორციელებული მასიური დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიჭრნენ..

„ღამით მტერმა ახტირკაზე მასიური დრონით დარტყმა განახორციელა. ეს ცინიკური დაბომბვა კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული. თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, 13 კერძო სახლი, დამხმარე შენობა და ავტოფარეხი“, - ნათქვამია ანგარიშში.

„საგამოძიებო ჯგუფები და პოლიციის ბომბების გაუვნებელყოფის ექსპერტები დაუყოვნებლივ მივიდნენ თავდასხმების ადგილზე. სამართალდამცავმა ორგანოებმა ფრთხილად დაათვალიერეს ტერიტორია, დააფიქსირეს დანაშაულის შედეგები, შეაგროვეს მატერიალური მტკიცებულებები და დაეხმარნენ დაზარალებულებს“, - დასძინა პოლიციამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics