2025-08-20 18:22:52, 918 ნახვა
სხვადასხვა/ დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრების ერთობლივი ქონება აშშ-ის ისტორიაში უმაღლეს ნიშნულს აღწევს - Forbes
ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრების ერთობლივი ქონება აშშ-ის ისტორიაში უმაღლეს ნიშნულს აღწევს, პრეზიდენტის სიმდიდრის გამოკლების შემთხვევაშიც. კაბინეტი კი უოლ-სტრიტის ორი ფინანსისტის, რამდენიმე ყოფილი გენერალური დირექტორის, ტელეწამყვანისა და კარიერით მხოლოდ ერთი პოლიტიკოსისგან შედგება. როგორც გამოცემა წერს, 2024 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ტრამპი დეტროიტთან ახლოს გამართულ შეხვედრაზე გამოჩნდა. მის მარჯვნივ მჯდომმა მილიარდერმა ჰოვარდ ლუტნიკმა, აუდიტორიას აუხსნა, თუ როგორი ხალხის მიყვანა ჰქონდა ტრამპს განზრახული თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემთხვევაში. „ქვეყნის საუკეთესო ბიზნესლიდერები, საუკეთესო პოლიტიკოსები,“ — აღნიშნა ლუტნიკმა. „ისინი მას ერთგულად ემსახურებიან, მიჰყვებიან მის პოლიტიკას და ეს იქნება ყველაზე გამორჩეული მთავრობა, რაც კი ოდესმე გინახავთ.“ ახლა კი ტრამპის გვერდით ძირითადად უოლ-სტრიტის გავლენიანი ფიგურები და Fox News-ის ვარსკვლავები სხედან. განსაკუთრებით თვალშისაცემია მათი სიმდიდრე: Forbes-ის შეფასებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის $5.5 მილიარდის გამოკლებით, ტრამპის კაბინეტის წევრების საერთო ქონება $7.5 მილიარდს აღწევს, რაც ორჯერ აღემატება 2019 წლისთვის მისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდის კაბინეტის $3.2-მილიარდიან ქონებას. შედარებისთვის, ჯო ბაიდენის 2021 წლის კაბინეტის წევრების ერთობლივი ქონება მხოლოდ $110 მილიონს შეადგენდა. ამ სიმდიდრეში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის დეპარტამენტის მდივან ჰოვარდ ლუტნიკსა და განათლების დეპარტამენტის მდივან ლინდა მაკმაჰონზე მოდის — ორივე მათგანი მილიარდერია. მათ გარდა, სამი მინისტრი მინიმუმ $100-მილიონიან ქონებას ფლობს. მათ შორისაა: ფინანსთა დეპარტამენტის მდივანი სკოტ ბესენტი, შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მდივანი დაგ ბურგამი და ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანი კრის რაიტი. ტრამპის კაბინეტში ასევე არიან მეწარმეები, მაგალითად, შრომის დეპარტამენტის მდივანი ლორი ჩავეს-დერემერი, რომელიც $35 მილიონად შეფასებულ ქონებას ფლობს. კაბინეტში კარიერით ერთადერთი პოლიტიკოსი კი სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი მარკო რუბიოა, რომელიც 11 მილიონერ მინისტრთაგან ერთ-ერთია, თუმცა ქონებით სიაში ბოლოდან მეორე ადგილზეა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-05 16:04:58 აზერბაიჯანმა შესაძლოა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს 2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |