2025-08-22 12:01:18, 1030 ნახვა
სამხედრო/ 8-თვის ვადით გაწვეულმა და ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს
ახალქალაქის ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრსა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8-თვის ვადით გაწვეულმა პირებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყეს. წვევამდელები, საბრძოლო მომზადების პირველ 8-კვირიან ეტაპზე სპეციალურ მომზადებას გაივლიან: შეისწავლიან სხვადასხვა სამხედრო დისციპლინას და გაეცნობიან ჯარისკაცის მოვალეობებს. კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო ფიცს დადებენ და ტერიტორიული პრინციპით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან. ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში შესვლის პირველივე დღეს წვევამდელებს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ და აღჭურვილობის მიღების შემდეგ ყაზარმებში განთავსდნენ. საქართველოს მასშტაბით სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში ჯამში 590 წვევამდელი გაიწვიეს. ახალგაზრდები ცენტრებში მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გამოცხადდნენ. დამშვიდობებისა და ერთობლივი ფოტოს გადაღების შემდეგ წვევამდელები, თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფით ვაზიანისა და ახალქალაქის ქვედანაყოფებში განაწილდნენ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-05 16:04:58 აზერბაიჯანმა შესაძლოა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდოს 2025-09-01 09:20:11 ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა 2025-08-31 18:24:18 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმში ნეპტუნის ტიპის რაკეტებით 6 რუსული ნავი დაბომბეს. 2025-08-31 14:43:58 რუსეთი ოდესის პორტს თავს დაესხა თითქმის 30 000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 2025-08-30 15:48:35 ლვოვში უკრაინელი პოლიტიკოსი ანდრეი პარუბი მოკლეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() რატომ არის მოღალატეობრივი აქტი, წულუკიანის კომისიის დასკვნა? მოუწევთ თუ არა მომავალში კომისიის წევრებს გასამართლება
მთავარი თემა
![]() |