04:34 - 07 Sep, 2025
2025-08-24 14:22:02, 1565 ნახვა

კორონავირუსი/
კანადა უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკისთვის 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს

კანადა უკრაინისთვის დრონების, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებისთვის 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ დღეს კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღნიშვნის დროს განაცხადა.

„კანადამ დამატებით 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება აღუთქვა. დღეს სიამაყით ვაცხადებ, რომ ამ თანხის 1 მილიარდ დოლარზე მეტი თქვენი არსენალის გასაძლიერებლად იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდების გზით იქნება გამოყენებული“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ისინი უკრაინაში უკვე მომავალ თვეში ჩამოვლენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics