04:13 - 07 Sep, 2025
2025-08-27 01:27:35, 458 ნახვა

საზოგადოება/
დაღესტანში საქართველოს საზღვართან 6 ბალიანი მიწისძვრა იყო

რუსეთში, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან – 131კმ-ში მიწისძვრა მოხდა.

საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 5. 5 მაგნიტუდას შეადგენდა. რუსეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 6 ბალს შეადგენდა.

მახაჩკალას, დერბენტის, კასპიისკის და ხასავიურტის მაცხოვრებლებმა ბიძგები დაახლოებით 23:30 საათზე იგრძნეს. ადგილობრივი მოსახლეობა ახალი ბიძგების შიშით გარეთ გავიდა.

ბიძგები ასევე იგრძნობოდა ჩეჩნეთში, ასტრახანში, პიატიგორსკში, აქტაუში, აზერბაიჯანში.

მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში, მათ შორის თბილისშიც იგრძნობოდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics